saqarTvelos myinvarebi - abanos myinvari
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | მყინვარწვერის მასივი |
კოორდინატები | 42°41`40` ჩ. გ. 44°32`29` ა. გ. |
სიგრძე | 4.2 კმ |
ფართობი | 1.6 კმ² |
მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე, მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 4,2 კმ, ფართობი 1,6 კმ², უდიდესი სიგანე 610 მ. ასაზრდოებს მდინარე თერგის მარცხენა შენაკადს - ჩხერს. 1909–1910 წლებში ერთ-ერთი მთის ჩამოქცევის შედეგად მყინვარის ზედაპირზე წარმოიქმნა ოთხი კატასტროფული გლაციალური ღვარცოფი, რომელიც გაუყვა მდინარე ჩხერს და დაანგრია ჩხერის ხიდი, ხოლო საქართველოს სამხედრო გზის სიახლოვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ზიანი მიაყენა.